вторник, 6 июля 2010 г.



პროექტის სახელი :
ქართული ხალხური შემოქმედება.
პროექტის მოკლე აღწერა:
ქართული ხალხური: პოეზია, სიმღერები და ცეკვები. ხალხური საკრავების ისტორია და ხალხური თქმულებების გაცნობა.
პროექტის სრული აღწერა:
ბავშვებს კითხვით მივმართავ, აქვთ თუ არა რამე ინფორმაცია ხალხური თქმულებებისა და ქართული პოეზიის შესახებ, თუ რა არის ქართული შემოქმედება. მე შევთვაზებ ბავშვებს განვახორციელოთ პროექტი ,,ქართული ხალხური შემოქმედება“,რათა უფრო ღრმად ჩავწვდეთ ხალხურ შემოქმედებას.
კლასს დავყოფ ორ ჯგუფად, თითოეულ ჯგუს ვაძლევ სხვადასხვა აქტივობას:
I ჯგუფს ვაძლევ დავალებას მოიძიონ ქართული ხალხური პოეზია და ისტორიული თქმულებები. ეს ინფორმაცია მოიძიეთ ინტერნეტში, ან კიდევ წიგნებში, ლექსები და ისტორიები წარმოადგინეთ წაკითხვით. ინტერვიუ აიღეთ უხუცესი ხალხიდან. ჩაიწერეთ ვიდეოზე, წარმოადგინეთ ეს პრეზენტაცია აუდიო ჩანაწერით.
II ჯგუფს: მოიძიოს ინფორმაცია უცხოური შემოქმედებების შესახებ, მოიძიეთ ინფორმაცია ინტერნენეტში. წარმოადგინეს მოკლე ისტორია და წაიკითხეთ უცხოური ლექსებიეს, პრეზენტაცია გააკეთეთ იმ ქვეყნის ღირშესანიშნავი ადგილების, ფოტოების, სლაიდების საშუალებით.
დათქმულ დღეს ყველა ჯგუფი წარმოადენს პრეზენტაცია და ამასთან ერთად უნდა წარმოადგინოთ ქართული ხალხური წეკვებით და სიმღერებით.
პროექტის წარდგენის დღეს მოვიწვევთ სკოლის დირექციას, მასწავლებლებს, მშობლებს, სხვა და სხვა სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლებს და ვისგანაც აიღო ბავშვებმა ინტერვიუებ და გაიმართება დისკუსია.
მონაწილეთა ასაკი: 9 წელი.
ვადები/ ხანძლივობა . 2 თვე
სამუშაო ენა: ქართული